25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

იაპონიაში მიწისძვრა მოხდა – დაშავებულია 37 ადამიანი

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, მიწისძვრა იბარაკის პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში, ტოკიოსთან ახლოს, დაახლოებით 68 კმ სიღრმეზე მოხდა. უწყების ცნობით, „ცუნამის საფრთხე არ არსებობს“.

იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი — მძიმედ. ამასთან, საიტამას პრეფექტურაში დაზიანდა ერთი შენობა.

ტოკიოში შეფერხდა ზოგიერთი რეგიონული მატარებლის მოძრაობაც.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი “ახალის” კოალიციის დაშლას და გამოფიტვას ცდილობს