იაპონიაში მინისტრმა სამწუთიანი დაგვიანებისთვის სახალხოდ მოიხადა ბოდიში

იაპონელი მინისტრი იოსიტაკა საკურადა, რომელიც ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარებისთვის არის პასუხისმგებელი, იძულებული გახდა პარლამენტში სამწუთიანი დაგვიანებისთვის სახალხოდ მოეხადა ბოდიში.
მინისტრი პარლამენტის ბიუჯეტის კომისიის სხდომაზე სამი წუთით დაგვიანებით მივიდა. იქ მყოფმა ოპოზიციურმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მან უპატივცემლობა გამოხატა საკუთარი თანამდებობისადმი და პროტესტის ნიშნად სხდომა ხუთი საათით დაბლოკეს. მინისტრმა ბოდიში მოიხადა.

გასულ წელს საკურადამ აღიარა, რომ კომპიუტერზე მუშაობა არ იცის – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშივენესუელელმა სამხედროებმა ბრაზილიის საზღვართან ოპოზიციას ცეცხლი გაუხსნა
შემდეგი სტატიათურქეთის პოლიციამ ასობით სამხედრო მოსამსახურის სახლში რეიდი ჩაატარა