იაპონიაში 550 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი ამოიღეს

იაპონიის სანაპირო დაცვამ და პოლიციამ ერთობლივი ოპერაციისას კრისტალური მეტამფეტამინის დიდი პარტიის კონფისკაცია შეძლეს – South China Morning Post- წერს. სულ, საუბარია 550 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელიც დასახლება მინამიძუს პორტში მდგარ გემზე აღმოაჩინეს. ნივთიერება დაფასოებული იყო პარკებში, რომლის საერთო წონა, თითქმის ერთი ტონა იყო – მსგავსი რაოდენობის ნარკოტიკი იაპონიაში 2018 წლის მანძილზე დააკავეს.
ასევე, ვრცელდება, რომ დაჭერილია ჩინეთის შვიდი მოქალაქე, მათი ასაკი 20-დან 49 წლამდეა.
იაპონიის ბაზარი უცხოელი ნარკოდილერებისთვის ძალიან მიმზიდველია: ფსიქოაქტური ნივთიერებები ქვეყანაში ცხრა და ზოგჯერ მეტჯერ ძვირი ღირს, ვიდრე სხვა მეზობელ ქვეყნებში.

banner
წინა სტატიაშირუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელებმა უმაღლესი დონის პარტნიორობის შესახებ გააკეთეს განცხადება
შემდეგი სტატია“ჩერნობილის” სცენარისტი: უკრაინელების, ბელორუსებისა და რუსების პოზიტიური რეაქცა იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი რეცენზია