იაპონიამ უარი განაცხადა რუსების რჩევის მიღებაზე კურილიასთან დაკავშირებით

იაპონიამ უარი განაცხადა რუსების რჩევის მიღებაზე კურილიასთან დაკავშირებით

4 (2)იაპონია რუსეთთან მოლაპარაკებებს განაგრძობს ოთხი კუნძულის დაბრუნების თაობაზე – დღეს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იესიხიდე სუგამ განაცხადა.
3 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სიძო აბესთან მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთ-იაპონიას შორის მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოსაწერად აუცილებელი პირობაა ნდობის მაღალი დონე და დამარცხებული მხარის არ არსებობა.
იაპონიის პრემიერთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე Bloomberg-თან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს. ამასთანავე, დაამატა, რომ “მოსკოვს ძალიან უნდა იაპონელ მეგობრებთან ამ პრობლემის გადაჭრა”.

banner
წინა სტატიაში“ჟონავს ინფორმაცია, რომ “ენმ” პროვოკაციებს გეგმავს, ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება”
შემდეგი სტატია“საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული, როგორიც დღესაა”