იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. ექსპორტის აკრძალვა დამატებით კიდევ 29 რუსულ ორგანიზაციაზე იმოქმედებს. გარდა ამისა, აქტივები გაეყინება 12 ფიზიკურ პირს, შვიდ ორგანიზაციასა და ბანკს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ უახლესი სანქციები G-7-თან თანამშრომლობით იმ თვალსაზრისით, თუ რა იქნება ეფექტური უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, – განაცხადა იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა.

ახალი სანქციები მოდის G-7-ის წევრებს შორის უთანხმოების ფონზე იმის თაობაზე, კანონიერი იქნება თუ არა რუსული აქტივების ჩამორთმევა უკრაინის დასახმარებლად.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა უკრაინისთვის Delair-ს 100 დრონი შეუკვეთა
შემდეგი სტატიააფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია