იაპონიამ კორეას “დამაწყნარებელი ქალების” გამო ბოდიში მოუხადა

იაპონიამ კორეას

იაპონიამ კორეას "დამაწყნარებელი ქალების" გამო ბოდიში მოუხადაიაპონიის და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სექსუალური მონობის პრობლემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
სეულში გამართულ მოლაპარაკებაზე იაპონიამ ოფიციალური ბოდიში მოიხადა იაპონიის არმიისათვის კორეელი ქალების ბორდელში იძულებით მომსახურებაზე.
იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფუმიო კისიდამ სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადა იმ ქალებისათვის, რომლებიც იაპონელ ჯარისკაცებს ემსახურებოდნენ.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინსიტრმა განაცხადა, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ იქნება გადაჭრილი, როცა იაპონიის მთავრობა ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ბორდელებში დაახლოებით 200 ათასი კორეელი, ჩინელი, ტაილანდელი, ფილიპინელი და ინდონეზიელი ქალები მუშაობდნენ ჯარისკაცების “დამაწყნარებლად” . სამხრეთ კორეაში მათ შორის 46-ია ცოცხალი.
ტოკიოსა და სეულს შორის აღნიშნულ თემაზე ათობით შეხვედრაა გამართული.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ყოველ წელს ასობით თავისუფლებაშეზღუდულს შეცდომით ათავისუფლებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის კულტურის სამინისტრო “ბედის ირონიის” აკრძალვის გადახედვას აპირებს