იაპონიამ იუნსკოში საწევროს გადახდა შეწყვიტა

9-1იაპონიამ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში საბიუჯეტო გადასახადის შეტანა შეწყვიტა – ამით ისინი საერთაშორისო რეესტრში მემკვიდრეობის დოკუმენტებში ნანკინსის ხოცვა-ჟლეტის დარეგისტრირებაზე პროტესტს გამოთქვამენ.
ინფორმაცია, გადასახადის შეწყვეტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კისიდამ გაავრცელა. ამასთანავე, გერმანული მედიის ცნობით, მან უარი თქვა პირდაპირი კავშირის აღიარებაზე დოკუმენტთან, რომელიც იაპონია-ჩინეთს შორის მომხდარ ტრაგედიას ეხება.
იაპონიამ 42 მილიონი დოლარი გაყინა – ის იუნესკოს ერთ-ერთი მსხვილი დონორია.

2015 წელს იაპონიამ იუნესკო გააფრთხილა იმის შესახებ, რომ შეწყვეტდა მის დაფინანსებას, თუკი ნანკინსკის ხოცვა-ჟლეტა “მსოფლიო მეხსიერების” რეესტრში შევიდოდა.
ნანკინსკის ტრაგედია – იაპონია-ჩინეთის 1937-1945 წლების ომის ეპიზოდია, რომლის დროსაც 1937 წელს იაპონელმა სამხედროებმა მშვიდონიაბი ჩინელების მასობრივი ხოცვა და გაუპატიურება დაიწყეს. იაპონელებმა დაახლოებით 300 ათასი ჩინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
იაპონია აღიარებს მომხდარს, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობაზე დაობს.

banner
წინა სტატიაში,,მომდევნო ამბოხება ერდოღანს სიცოცხლის ფასად დაუჯდება,,
შემდეგი სტატიაბაშარ ასადს მესამე მსოფლიო ომის სუნი სცემს