იაპონიამ აბე და პუტინის მოსკოვში შეხვედრის თარიღი გაავრცელა

იაპონიის პრემიერ-მინსიტრი სინდძო აბე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად აპრილის ბოლოს ჩამოფრინდება – ამის შესახებ დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ფუმიო კისიდამ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტი ეწვია იაპონიას. ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც სადავო კურილის კუნძულებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას ეხება.

ვირუსის ბლოკატორები