იაპონია მომავალ წელს უკრაინისთვის დამატებით $6 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის მთავრობასა და პრემიერმინისტრს ფინანსური დახმარების დაპირებისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობას ვუხდი იაპონიას და მის პრემიერმინისტრ სანაე ტაკაიჩის,” დაწერა ზელენსკიმ X-ზე.


















