იაპონია რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო რამდენიმე კომპანიას დაასანქცირებს

იაპონია რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო რამდენიმე კომპანიას დაასანქცირებს.

მედიის ცნობით, სანქციები დაუწესდებათ კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში იმ მასალების მიწოდებით, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მოსკოვის სამხედროების მიერ. მოხსენების თანახმად, შესაძლო სანქციები დაეკისრება “ჯგუფებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მატერიალურ დახმარებაში, მათ შორის ჩინურ კომპანიებს.” მათ იაპონიიდან ექსპორტი აეკრძალებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები მზადდება და თუ გეგმები დასრულდება, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა შესაბამის გადაწყვეტილებს, G7-ის სამშვიდობო სამიტზე, კვირის ბოლოს გამოაცხადებს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჭულაძე – ,,სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია”
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: სტალინური რეპრესიების ეპოქაში ერთ-ერთი ფორმა იყო დასჯის, სოციალური დისკვალიფიკაცია, როდესაც საყვარელ საქმეს გაშორებდნენ