იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი – იაპონიის პრემიერი

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის მიერ იაპონიის ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას “სრულიად მიუღებელი” უწოდა.

CNN-ის ცნობით, მან კომენტარი ოთხშაბათს, რომში ვიზიტის დროს გააკეთა.

“რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული. რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი”, – თქვა იაპონიის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობის დატოვებას ფიქრობს
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი – რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს