იაპონია კიდევ ორ რუსულ ბანკს უწესებს სანქციებს

იაპონია უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო სანქციებს უწესებს კიდევ ორ რუსულ ბანკს. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდება „მოსკოვის საკრედიტო ბანკსა“ და „როსსელხოზბანკს“. ეს ორი ფინანსური ორგანიზაცია რუსეთის ათი უმსხვილესი ბანკის სიაში შედის.

ამას გარდა, იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა ერთი ბელარუსული ბანკი – „ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“.

24 თებერვალს რუსეთს მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, იაპონიამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაში„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავა
შემდეგი სტატიასერბეთის პრეზიდენტი – ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება