10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

იაპონია და საფრანგეთი ითანამშრომლებენ ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხში

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტოკიოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს, რომ იაპონია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხებში.

სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ მხარეებმა „დაადასტურეს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფისა და დაძაბულობის სწრაფი განმუხტვის მნიშვნელობა“.

„სულ უფრო მძიმე საერთაშორისო უსაფრთხოების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თანამოაზრე ქვეყნებთან თანამშრომლობა — მათ შორის საფრანგეთთან, რომელიც დიდი შვიდეულის თავმჯდომარეც არის. ვისწრაფვით მტკიცედ გავაძლიეროთ სტრატეგიული თანამშრომლობა უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროებში“, – აღნიშნა ტაკაიჩიმ.

​თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და იაპონიას ერთი და იმავე პოზიცია აქვთ „სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა“ ორივე ქვეყნის პრიორიტეტია.

შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე ხელი მოაწერეს კრიტიკული მინერალების, სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებებს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღეიდან შეწყდა და რეგიონი მთლიანად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: უფასო სასადილოებში ბენეფიციართა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული