იაპონია ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია, – ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა, რომ იაპონიისა და რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ტოკიო სერიოზულად არის შეშფოთებული ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობით.
„ჩვენი ქვეყანა აპირებს თვალყური ადევნოს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ რეგულარულ პრესკონფერენციაზე.