იაპონია ჩინეთს “ტუალეტების რევოლუციაში” დაეხმარება

იაპონია ჩინეთს საზოგადოებრივი “ტუალეტების” მოწესრიგებაში დახმარებას სთავაზობს, რომლის გადადებაც, ჩინეთის მთავრობის თქმით, შეუძლებელია. იაპონური “ტუალეტები” აღჭურვილია ელექტრონიკით და სხვა ფუნქციებით, და ის თანამედროვე ყოფით ტექნიკაში საოცრებად მიიჩნევა. რამდენიმე დღის წინ პეკინში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ოფიციალურმა პირებმა საკუთარ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემით დაწყებული, გლობალური მასშტაბით სავაჭრო ომით დამთავრებული, ასევე, ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის პროექტებზე.
ასევე, საუბარი იყო ჩინეთში “ტუალეტების რევოლუციის” მოწყობაზე.
იაპონური გაზეთი Nikkei Asian Review-ს ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორ სხვა სამინისტროსთან თანამშრომლობით კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალი ტიპის “ტუალეტის ტოტოს” შექმნაზე, რომ ამით ჩინეთს დაეხმაროს.
იაპონიამ მსგავს “ტუალეტის დიპლომატიას” ინდოეთშიც მიმართა, ასევე – აზიის სხვა ქვეყნებში. ამასთანავე, აშშ-ში იაპონურ “ტუალეტებს” წარმატება არ ჰქონია.
2015 წელს ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა საზოგადოებრივი ტუალეტების მოდერნიზაცია დაიწყო, რომლებიც, როგორც წესი, საშინელ მდგომარეობაშია და მორალურად მოძველდა. ტურიზმის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ჩინეთში 64 ათასი ახალი “ტუალეტი” დამონტაჟდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა შუქნიშნიდან ყვითელი ფერის ამოღებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაყოფილ თურქ მინისტრს კაფეში ყელი გამოჭრეს