იაპონელი ექიმები ოლიმპიადის გადადებას ითხოვენ

დაახლოებით 6 ათასმა ტოკიოელმა ექიმმა კორონავირუსის გამო ქალაქში ოლიმპიადის გადადების მოწოდება გააკეთა. ერთი კვირის წინ იაპონიის კლინიკის ექიმებმა, ასევე, განაცხადეს, რომ შეუძლებელია ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარება. მათ მოთხოვნას იაპონიის მოსახლეობის უმეტესობა უერთდება.

47-დან 9 პრეფექტურაში, კორონავირუსის გამო, მინიმუმ მაისის ბოლომდე, საგანგებო მგდომარეობაა გამოცხადებული. 125 მილიონიან ქვეყანაში მოქალაქეთა დაახლოებით 3% აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული.
იაპონიაში უკანასკნელი კვირების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულდა. საავადმყოფოები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშინატო მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვს ალიანსთან შეხვედრა არ სურს
შემდეგი სტატიაყირიმელი თათრების დეპორტაციის წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის რეპრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა