იაონ პავლე II ქმრიან ქალთან მეგობრობდა

იაონ პავლე II ქმრიან ქალთან მეგობრობდა

“ბიბისი” რომის ყოფილი პაპის იოან პავლე II-ს პირად მიმოწერას გაეცნო, საიდანაც ჩანს, რომ ის ქმრიან ქალთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა.
2005 წელს გარდაცვლილი პანთიფიკის წერილები, რომელიც ანნა-ტერეზა ტიმენეცკისადმი არის გაგზავნილი, პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა მთელი ამ ხნის განლავლობაში, მაგრამ მისდამი წვდომა აქამდე არავის ქონდა.
მეფის კარდინალ ვოიტილსა და ტიმენეცკს შორის, რომელიც პოლონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსია, მიმოწერა 1973 წელს, ანუ, იქამდე დაიწყო, სანამ ის რომის პაპი გახდებოდა.

ამასთანავე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისი, რომ მან ცელიბატი (დაუქორწინებლობის პირობა) დაარღვია.

პირველი წერილი ტიმენეცკმა დაწერა. მას სურდა მისი წიგნის შესახებ აზრის გაგება. თავდაპირველად მიმოწერას წმინდა საქმიანი ხასიათი აქვს, თუმცა, ის თანდათან მეგობრული ხდება.
უკვე 1974 წელს ვოიტილმა აღიარა, რომ ტიმენეცკის წერილები მისთვის ძალიან პირადი ხდება. არქივში ასევე შენახულია ვოიტილისა და მისი ამერიკელი მეგობრის ფოტოები, რომელიც პოლონეთსა და ვატიკანშია გადაღებული. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ისინი სეირნობდნენ და თხილამურებზე სრიალებდნენ.

ვოიტილა რომის პაპი იოან პავლე მეორე 1978 წელს გახდა და გარდაცვალებამდე, 2005 წლამდე იყო პანთიფიკი.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის ციხეებში პატიმრებს სასტიკად ცემენ
შემდეგი სტატიაჩინელებმა ავსტრალიაში ლიფები შეიტანეს, სადაც მილიარდი დოლარის მეტამფეტამინი იყო