იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა

სასჯელაღსრულების სისტემა ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილმა აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა.
„სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე-შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მშევეობით. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც ასევე დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშივგეგმავთ, რომ ანაკლიის პორტში 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები- კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ომბუდსმენის აპარატის კუთვნილი “მერსედეს-ბენცი” გაიყიდება, თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდება