იანვარში ვამბობდი ჯერ კიდევ და ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ვირუსად – მინისტრი covid-19-ზე

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდსტატისტიკა იმატებს, ამ ეტაპზე არც პირბადეების გამოყენების ვალდებულების დაბრუნება და არც რაიმე სახის შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დგას. აზარაშვილის თქმით, არაფერი საშიში არ არის:

“იანვარში ვამბობდი ჯერ კიდევ მე და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტებიც, რომ არ არის არაფერი საშიში, არაფერი საპანიკო, შეგვიძლია მშვიდად, ინფიცირების შემთხვევაში, გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ და ის, რომ ეს იყოს რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, ესეთი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება” განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 16 მლრდ მეტრ კუბი გაზის საბადოს არსებობა დადასტურდა
შემდეგი სტატიამოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, მთავარი პრობლემაა ნდობა – მეგრელიშვილი