6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარი კომერციულმა ბანკებმა 283.3 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლის ჭრილში 19%-იანი ზრდაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული და მიკრობანკიდან მოგებაზე 15 იყო, ხოლო ზარალი 4-მა ბანკმა აჩვენა (“ჰეშბანკი”, “პეისერა”, “ვითიბი” და “სილქ ბანკი”).

მოგებიანობით პირველ ადგილზეა “საქართველოს ბანკი” 149 მლნ ლარით, მეორე ადგილზეა “თიბისი” 102.3 მლნ ლარი. მესამე ადგილს კი 9.2 მლნ ლარით “ლიბერთი” იკავებს. ხუთეულში შედის ბაზის ბანკი, რომლის წმინდა მოგება 8.4 მლნ ლარს შეადგენდა და კრედო ბანკი 6.7 მლნ ლარით.

იანვრის ბოლოსთვის ბანკების აქტივების მოცულობამ 106.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშილავროვი: შესაძლოა ომი ირანისთვის, მეზობლებისთვის ბირთვული იარაღის შექმნის სტიმული გახდეს
შემდეგი სტატიაგუდაური–კობის გზის მონაკვეთზე გარკვეული კატეგორიის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია