იანოშ ჰერმანი – საქართველოსთან ერთად ვზეიმობთ მიღწევებს, ერთიან მომავალს და პერსპექტივებს

საქართველოსთან ერთად ვზეიმობთ მიღწევებს, ერთიან მომავალს და პერსპექტივებს, რომელიც საქართველოსაც უდაოდ მოიცავს. ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი, ეს ყველაფერი ერთად ვიზეიმოთ, – განაცხადა საქართველოში  ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

“საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპის დღეების აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ახლო პარტნიორები ვართ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დღეს ჩვენ ღირებულებებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ზეიმს აღვნიშნავთ და ევროკავშირის ღირებულებები საქართველოს მიერაც მნიშვნელოვანწილადაა გაზიარებული,” – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისი თქმით, ღონისძიებები თბილისში, რიყის პარკში, 8 მაისს, შუადღეზე დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება.

“7 საათზე დაიწყება კონცერტი, სადაც ყველას ვეპატიჟები, რათა არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ კონტინენტის ზეიმი აღვნიშნოთ. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ღონისძიებები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება”, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

მან ევროპის დღის აღნიშვნის ტრადიციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“ამ დღეს 50-იან წლებში შექმნილი პირველი დოკუმენტის წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც  ევროკავშირის გაერთიანების იდეას მოიცავდა. იქიდან მოყოლებული, ევროკავშირი გახდა 37 სახელმწიფოს ერთობა, რომელმაც მთელი ევროპის კონტინენტზე მშვიდობა და თანამშრომლობა შექმნა. მივაღწიეთ კეთილდღეობის აქამდე არნახულ დონეს, რომელიც ჩვენს ყველა მეზობელს იზიდავს”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშისამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიაპირველად ლონდონის მერი მუსულმანი გახდა