- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
იანოშ ჰერმანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია
მნიშვნელოვანი
- იანოშ ჰერმანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია
სხვა სტატიები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვევით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის საჯარო ლექცია – “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე” გაიმართა.
საჯარო ლექცია ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში ჩატარდა.
სტუმარმა სტუდენტებთან ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების, საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა.
„უკვე მეორედ ვარ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩემთვის დიდი პატივია, სტუდენტებთან შეხვედრა. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ევროკაშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. შეხვედრის მიზანი მიმდინარე პროცესებზე ახალგაზრდების ინფორმირება იყო“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.