იანოშ ჰერმანი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის მიღებას იმსახურებს. ამის შესახებ ჰერმანმა ე.წ. შეჩერების შეთანხმების შესახებ საუბრის დროს აღნიშნა.

ევროკავშირის ელჩს იმედი აქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული.

„თქვენ ჩემსავით ინფორმაციას ბრიუსელიდან იღებთ. მინდა გავიმეორო ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია და განცხადება. მათ თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს პროცესი წინ წაიწიოს. საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკომისია ერთობლივ მოლაპარაკებაზე გუშინ საღამოს შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ელჩი ევროკავშირში: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე თვე სჭირდება
შემდეგი სტატიამაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა