იანოშ ჰერმანი: პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და უმცირესობების დაცვა

პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და სხვადასხვა უმცირესობების დაცვა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ადამიანის უფლებები ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პროგრესი ძალიან კარგად ჩანს წინა წლებშიც და მიმდინარე წელსაც. მთავრობა ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას. გუშინ მე პრემიერის მოხსენებას ვუსმინე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება გამოკვეთილი იყო.
ამ დოკუმენტიდან ვხედავთ საქართველოს პროგრესს სხვადასხვა სფეროში. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია, მაგალითად, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სასამართლო, სხვადასხვა უმცირესობების დაცვა. იდეალური ადამიანის უფლებათა დაცვის სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არ არის. შესაბამისად, ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

banner
წინა სტატიაში3 მილიონ 200 ათასი ლარის გაჩეხილი ხე-ტყე და ყალბი დოკუმენტებით გაყიდული მასალა
შემდეგი სტატიამენინგიტის დიაგნოზით ორი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული