იანოშ ჰერმანი: ვგმობთ ძალადობის ყველა ფორმას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი გმობს ყველა ფორმის ძალადობას და ყველა პარტიას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი გაგრძელდეს იმ პრინციპების დაცვით, რომელსაც ევროკავშირი მიყვება.

„შეშფოთება მინდა გამოვთქვა გუშინ მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციის გამო, რომლის შედეგად დაზიანდა პოლიტიკოსის, პარლამენტის წევრის მანქანა. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფორმას და მოვუწოდებთ კამპანიაში მონაწილე ყველა პარტიას სიმშვიდისკენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდეს იმ პრინციპების დაცვით, რომელსაც ევროკავშირი მიყვება. გვინდა ვნახოთ, რომ საარჩევნო კამპანია იყოს დემოკრატიული და ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემდეს. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების პირველ ტურამდე დარჩენილ დღეებში იქნება სიმშვიდე და რა თქმა უნდა, მას ყურადღებით მივადევნებთ თვალს“, – განაცხადა ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ირაკლი კობახიძე-ამ კველაფერს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული