იანოშ ჰერმანი: ძალიან იმოქმედა ჩვენზე თავად ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების თანაგრძნობამ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის თქმით, ბრიუსელი არამხოლოდ ბელგიის დედაქალაქია, არამედ ევროპის შუაგულიც. ამიტომ მიმართული იყო იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელსაც ვიზიარებთ ევროკავშირში.

“შოკირებული ვარ იმით, რაც ბრიუსელში მოხდა. ეს ადგილები, სადაც ტერაქტები განხორციელდა, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. პირადად მე წლების განმავლობაში ვიყენებდი ამ მეტროსადგურს. ბრიუსელი არამხოლოდ ბელგიის დედაქალაქია, არამედ ევროპის შუაგულიც. ამიტომ, მიმართული იყო იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელსაც ვიზიარებთ ევროკავშირში. მადლობლები ვართ იმ განცხადებებისთვის, რომლებიც გააკეთეს პოლიტიკოსებმა, პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და საპარლამენტო პარტიებმა. ძალიან იმოქმედა ჩვენზე თავად ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების თანაგრძნობამაც” – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიგანმუხურში მოსახლეობის ნაწილმა ზღვისპირა ბულვარის გაყიდვის მხარდამჭერი აქცია გამართა
შემდეგი სტატიამადრიდის უდიდეს მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა