იანოშ ჰერმანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ასოცირებაზე

ევროკავშირის ინსტიტუტები მუშაობენ ანგარიშზე, თუ როგორ ხორციელდება ასოცირების შეთანხმება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

„ამ ანგარიშს ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ. ასევ, ვმუშაობთ ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაერთიანდება ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა სამომავლო მიზანი“,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა, რომელიც მონაწილეობდა კონფერენციაში – „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“

„ეს კონფერენცია მიმდინარეობს ამ პროცესში ჩვენი თანამშრომლობის ფონზე. სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ღონისძიება კი გვაძლევს საშუალებას, მათი აზრი მოვისმინოთ. ეს ყველაფერი ასახული იქნება დოკუმენტში, რომელიც მომავალში გამოქვეყნდება. ეს ძალიან დროული ღონისძიებაა, რადგან საქრთველოს ჰყავს ახალი პარლამენტი, მალე ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ასოცირებაზე“,-აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღად 28 ნოემბერი დაასახელა
შემდეგი სტატია“ხელისუფლება აგრძელებს სირაქლემას პოზაში ყოფნას”- ენმ მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს