იანოშ ჰერმანი: ჩვენ გვინდა, საქართველო კიდევ უფრო მომხიბლავი გახდეს, რისთვისაც საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული ძალისხმევა, რომ თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს. ამის შესახებ ჰერმანმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე “საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ. საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული ძალისხმევა, რომ მან თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს. ეს პრიორიტეტები უპირველეს ყოვლისა, არის ექსპორტის გაძლიერება, ასევე კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მომხიბლავი გახდეს და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ძალიან გრძელი გზა გაიარა და ქვეყანა სერიოზული პერსპექტივების წინაშე დგას.

banner
წინა სტატიაში“მთელი 3 წელი კითხულობთ, დაესწრებით თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, დავესწრები, ვიჯდები კართან ახლოს “
შემდეგი სტატიაპრემიერი აპირებს უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში