იანოშ ჰერმანი: არ მაქვს პასუხი, როდის იქნება ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა დავალება შეასრულა.

ელჩს უჭირს კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი.

“გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაქვს პასუხი, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული. უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველომ შეასრულა პირობები. ჩემი განცდაა დრო, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილების მიღების დრო”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.

ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “ნაძირალა ხარ, არამზადა, მექრთამე ხარ”- ჩხუბი საკრებულოში
შემდეგი სტატიალევან თარხნიშვილი: ტურავა ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს