იან ვალეტოვი:დავიბანო ხელები და მეორე ტურში ხმა მივცე ზელენსკის

,,მე დიდხანს ვითმენდი იმ სიცრუეს, უგემოვნობას და ვახანალიას, რომელიც დღითი დღე იზრდებოდა. მე ვიცოდი, რომ ეს ყველაზე დემოკრატიული და იმავე დროს ყველაზე ბინძური არჩევნები იქნებოდა ჩვენს ისტორიაში… მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეორე ტურამდე 10 დღით ადრე, მე შემძრავდა იმ გუნდის წევრების სისაძაგლე, რომელსაც პირველ ტურში მივეცი ხმა.
მე ვიცი, რომ პოლიტიკასა და სიყვარულში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ფიზიკურ დონეზე, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც პოროშენკოს ოფიციალური სიმპათიზატორები დგამენ მის გასამარჯვებლად, ჩემში აღძრავს სურვილს, დავიბანო ხელები და მეორე ტურში ხმა მივცე ზელენსკის. უბრალოდ არ მინდა არანაირი საერთო მქონდეს ამ უსინდისო ტყუილებთან და თაღლითურ გადაგრეხვასთან.
მე რა თქმა უნდა არ ვარ ზელენსკის ფანი… მე მისი პირველი ხუთეულიც არ ვიცი ვინ არის და არც მისი კონცეფცია მომისმენია… სამაგიეროდ ვნახე ბილბორდები, სადაც ის პუტინთან ერთად იყო გამოსახული… ვნახე ეს სვინარჩუკული ყმუილი ტელევიზიებში, მოწყობილი ვახანალიები ზელენსკის ოფისთან… საუბრები რევანშზე და ნარკომანიაზეც მე გარკვევით მოვისმინე. ამ ყველაფერს ეწოდება – ფსკერი.
ის, როგორც პოროშენკოს აქტივისტები იქცვევიან, არის ფსკერი.
ყოველი მათი ნაბიჯი, არის პოროშენკოს პოლიტიკური კარიერის  კუბოზე დაჭედებული ლურსმანი,,

იან ვალეტოვი
ცნობილი უკრაინელი მწერალი, ჟურნალისტი, ბიზნესმენი. 

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეაში თვლიან, რომ აბორტების აკრძალვა კონსტიტუციის დარღვევაა
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე: “რახან ივანიშვილს ქუჩის აქციების ეშინია, ქუჩაში გავალთ”