“იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს”

საქართველოში ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა იან კელის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტი არჩევნები შეფასდა, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.

„ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელმაც მოულოცა საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული იზოლირებული ინციდენტები იყო, აბსოლუტურად ყველა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო