იან კელი – ვფიქრობ, რუსეთის მიზანია, საქართველო არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი

იან კელი

“რა არის რუსეთის მიზანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის უკრაინისთვის. მე ვფიქრობ, მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ იღებს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას, არ ხდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

მე ასევე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს.

ვფიქრობ, თუ შეხედავთ, თუ ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით, რომ შავ ზღვაში არ აშენდეს ღრმაწლოვანი პორტი, ეს რუსეთია. მე შეშფოთებული ვიყავი, ეს პორტი ვფიქრობ, რომ გაზრდიდა ნატოს შესაძლებლობას, რომ კავშირი ჰქონოდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან, მას მეტი გემები ეწვეოდნენ. ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა დასავლეთის კუთხეს სამხრეთ დერეფნის კასპიის ზღვის ენერგიისთვის. მე ვფიქრობ, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო”- განაცხადა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მიერ მოწყობილი ონლაინ დისკუსიის დროს.

banner
წინა სტატიაშირიონის ხეობის მცველები ქუთაისიდან გუმათის დასახლებისკენ მსვლელობას იწყებენ
შემდეგი სტატიაბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე განცხადება გააკეთა