იან კელი – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს

იან კელი

იან კელივიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა , რომელიც ბრიტანეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო.
“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუუჭერთ მხარს საქართველოს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკური დავალებების შესრულებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის”, – აღნიშნა იან კელიმ.
აღნიშნული კომენტარი აშშ-ის ელჩმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე გააკეთა, სადაც ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა “კარგი მმართველობის ფონდის” პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას უმასპინძლა. მიღებას დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა უმასპინძლა და მას მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაქობულეთში მუსლიმთა პანსიონში ხანძარი გაჩნდა