იან კელი: ვისურვებდი, ასეთი საარჩევნო კამპანია ამერიკაშიც იყოს

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო სამაგალითოა.

კელის თქმით, ის ისურვებდა, რომ “ისეთი საარჩევნო გარემო, როგორიც საქართველოშია, სასურველია, ამერიკაშიც იყოს”.

“მე მგონი, ყველა სახელმწიფო თუ სამოქალაქო საზოგადოება ხვდება არჩევნების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, გამოხატულ იქნას ქართველი ხალხის ნება – შესაბამისად, მიმდინარე კამპანიაზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტრირებული. შეიძლება, იყოს რამდენიმე ინციდენტი, თუმცა ამის შესახებ ჩვენი პოზიცია მთავრობასთან დავაფიქსირეთ. ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც”, – განაცხადა კელიმ.

banner
წინა სტატიაშიუამინდობა 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება
შემდეგი სტატია“ეს მემორანდუმი იგივეა ჰიტლერს ბუნკერში ჯდომის დროს რომ შეეთავაზებინა მშვიდობის მემორანდუმი სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილისთვის”