ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
„ჟურნალისტების დაკავება სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის იმ მშიშარა ხელისუფლების თვისებაა, რომელსაც ეშინია ხალხის, რომელსაც თავად ემსახურება. სამარცხვინოა“, – წერს იან კელი X-ზე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.















