იან კელი: სტივ რასელის შეხედულებები აშშ-ს მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ კონგრესმენმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვრცელი განცხადება გააკეთა და შეერთებული შტატების მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა მოსთხოვა.

„რა თქმა უნდა სტივ რასელი წარმომადგენლობითი პალატის პატივსაცემი წევრია და უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებები გამოთქვას. მაგრამ მისი მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავას“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია“რუსთავი2″ უფასო რეკლამას მიკეთებს, მე მათი ოჯახების ლუკმა-პურის მიწოდებას უზრუნველვყოფ”