იან კელი: სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნებაში მედიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს

იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. იან კელის განცხადებით, სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნებაში მედიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

“ჯონ კერის ვიზიტისას, მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა გახლდათ. მაგრამ, ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, ამასთანავე ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე. პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრებისას აღინიშნა ის მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება კარგი და სტაბილური საარჩევნო გარემოს შენარჩუნებას საქართველოში. ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომ ყველა ხმა, მიუხედევად იმისა, მოდის მთავრობიდან თუ ოპოზიციიდან, იყოს ხელმისაწვდომი მედიის საშუალებით. საქართველოს და ამერიკას აქვთ ერთობლივი წუხილი, რომ მედიის სარედაქციო პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ეხება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას,” – აცხადებს იან კელი.

banner
წინა სტატიაში”იმედი გვაქვს, რომ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ვარშავის სამიტისგან პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ”
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: არ მიმდინარეობს სიის ფორმირება