იან კელი სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანება

აშშ-ს ელჩი საქართველოში, იან კელი აცხადებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კელის თქმით, მთავარია, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს:

“პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ყურდღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება.
რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე 2017 წელს აფასებს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების უკანონოდ ფუნქციონირების ხუთი ფაქტი გამოავლინა