იან კელი: ნინო გვენეტაძე გადადგომას არ აპირებს

„ნინო გვენეტაძე არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას” – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდიმარესთან დახურული აუდიენციის შემდეგ გააკეთა. იან კელიმ განაცხადა, რომ პირისპირ შეხვედრისას განხილული იყო ბოლო პერიოდში მედიაში გავცელებული ინფორმაცია ნინო გვენეტაძის ვადაზე ადრე წასვლის შესახებ. ელჩი განმარტავს, რომ ის მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს განახორციელოს თავისი უფლებამოსილება.

ნინო გვენეტაძის და იან კელის შეხვედრა ამერიკის ელჩის ინიციატივით გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც გვენეტაძემ მედიასთან განმარტება არ გააკეთა.

„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ვისაუბრეთ კანონის უზენაესობის საკითხებზე, განვიხილეთ ბოლო დროინდელი განცხადებები, მან განაცხადა რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. მიზეზად მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი სახელდებოდა. თუმცა, ნინო გვენეტაძემ, რომელიც ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 9 ნოემბერს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.

banner
წინა სტატიაში,,არ შეიძლება ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს, ერთი ბინის ნეიტრალიზაციას 2 საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს”
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა პერიოდულად ისმის, კორპუსიდან კვლავ კვამლი გამოდის