იან კელი: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან

ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე, რომ თავისუფალი იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოშ აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პოზიცია აქვს ელჩს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც საკონსტიტუტიცო სასამართლოს შეეხება.

“მე არ მინახავს ეს მიმართვა, ახლა გავიგე თქვენგან. თუმცა, გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის აუცილებელია დემოკრატია. ჩვენ ვეხმარებით ამაში საქართველოს .კიდევ ვიტყვი, რომ თავისუფალი სასამართლო, სამართალწარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე, რომ პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი იყოს”,-აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: პრეზიდენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე
შემდეგი სტატიათურქეთში პუტჩის ორგანიზატორები ერდორანის ოზთურქით შეცვლას აპირებდნენ