იან კელი: მომხრე ვართ, “რუსთავი 2” დარჩეს ეთერში, დღევანდელ მენეჯმენტთან ერთად

აშშ-ის ელჩმა რუსთავი 2-ის საქმეზე მკვეთრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც აქვს ტელეკომოანიას.

ელჩი თვლის, რომ ასევე უნდა იქნას შენარჩუნებული მენეჯმენტი და მფლობელები.

“თქვენ კარგად იცით, როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები კარგად ჩატარდეს. გვინდა, რომ მისი შედეგები იყოს ლეგიტიმურად დანახული, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. სწორედ ამ გზით გაძლიერდება ქართული დემოკრატია. ნებისმიერი თავისუფალი არჩევნების მნიშვნელოვანი ელემენტი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ფიგურების წვდომა მედიასთან. ამიტომ, მომხრე ვართ, რომ რუსთავი 2 დარჩეს ეთერში დღევანდელ მენეჯმენტთან ერთად. არ გვინდა ვნახოთ მომდევნო ორთვე ნახევარში ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ზიანს მიაყენებს ამ არჩევნებს. სარედაქციო მენეჯმენტისა და მფლობელების შეცვლა ასეთ მგრძნობიარე პერიოდში, ძალიან უარყოფითი რამ იქნება,”- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია: ლევან ვარშალომიძის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის მოადგილედ ეკატერინე სხილაძე დაინიშნა