იან კელი: მოხიბლული ვარ იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც სამეგრელოს რეგიონს აქვს

მოხიბლული ვარ იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც სამეგრელოს რეგიონს აქვს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ განახცადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

„დავსახეთ სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ ხელოვნური საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციაზე და იმ სამწუხარო ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საუბარია ნაბაკევის ინციდენტზე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გუბერნატორთან გამართული შეხვედრის შემდეგ იან კელიმ.

ელჩის განცხადებით, რეგიონში ეკონომიკის და განათლების სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

ამასთან, გუბერნატორმა ელჩს რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტები გააცნო.

ლევან შონიამ იან კელის აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული მდგომარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ განაცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტებით, განსაკუთრებით რუხის მოლით, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ასევე რუხის მშენებარე საავადმყოფოთი.

„ამერიკის საელჩო მზად არის დაეხმაროს რეგიონს სოფლის მეურნეობის და განათლების კუთხით, ამ სფეროებში გადაამზადოს რეგიონის ახალგაზრდები“,-აღნშნა ლევნა შონიამ.

გუბერნატორისა და ელჩის შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის პოლიტიკური მრჩეველი ლორა ჰოჩლა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივლებს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: შტაბის უფროსად კახი კალაძის დანიშვნა პარტიის გადაწყვეტილებაა და ვერავინ გააპროტესტებს