იან კელი: მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა

იან კელი

“მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა“ – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ბევრი ხმა არსებობს მედია გარემოში.

“უკვე ბევრი რამ ვთქვი რუსთავი 2-ის შესახებ. არა ერთხელ გამოვხატე ჩემი და ჩემი მთავრობის პოზიცია, რომელიც მკაფიოა. ეს ყველაფერი ეხება მედია პლურალიზმს, იმის მნიშვნელობას, რომ ყველა ხმა იყოს გაგებული. ქართული მუსიკა მრავალხმიანია და მედიაშიც უნდა იყოს მრავალხმიანობა. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ორივეს, პლურალიზმს მედია სივრცეში. საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ბევრი ხმა არსებობს მედია გარემოში. ამას ამ რეგიონის ბევრ ქვეყანაზე ვერ იტყვი. გვინდა შეგვეძლოს იმის თქმა, რომ მხარს ვუჭერთ ყველა პარტიის უფლებას ჰქონდეთ მედიასთან წვდომა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისილვიო ბერლუსკონი გულის პრობლემის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ჩართული არ არის