იან კელი: მესიჯი ნათელია-მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი Twitter-ზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის.

“მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა დაიწყეს “,-წერს იან კელი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჯანჯღავა: საქართველო არ დაესწრება ე.წ. 3+3-ის ფორმატში თურქეთში დაგეგმილ რიგით მეორე შეხვედრას
შემდეგი სტატიამაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო შეფერხებულია გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება