იან კელი: კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ძალიან კარგი პარტნიორი გვყავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახით

იან კელი

სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას საქმიანობის 100 დღის ანგარიშს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მათ დადებითად შეაფასეს სამინისტროში გატარებული რეფორმები და განსაკუთრებით აღნიშნეს თავდაცვის უწყების კიდევ უფრო გაღრმავებული თანამშრომლობის სურვილი საერთაშორისო პარტნიორებთან.

„კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ძალიან კარგი პარტნიორი გვყავს საქართველოს თავდაცვის უწყების, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრის სახით, რომელმაც დღეს უწყების სტრატეგიული ხედვა და მისი იმპლემენტაციისთვის კონკრეტული მიმართულებები წარგვიდგინა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მასთან და სამინისტროსთან თანამშრომლობას ამ ხედვის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშემ სამინისტროში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეფორმა გამოყო და საერთაშორისო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვის უწყებაში 100 დღის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ძალიან საინტერესო ანგარიში მოვისმინეთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ცვლილებებთან გატარებული რეფორმა და საერთაშორისო პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობა“ – აღნიშნა სამეფო საზღვაო ძალების თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დევიდ ეთელმა.

ლევან იზორიამ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვაზე, რაც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახური სახალხო დამცველს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ცალმხრივი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პოროშენკოს ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა