იან კელი : ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს

ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს, – ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.

“წელს უკვე მესამე წელია, რაც ამ კონფერენციაში ვმონაწილეობთ, რომელიც ამერიკათმცოდნეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფერენციაა, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ კონფერენციას და მომხსენებლებს მხარს უჭერს. შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები საელჩოს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მოვლენაა. კონფერენციაზე სხვადასხვა საკითხების მიმართ მრავალმხრივი მულტი დისციპლინარული მიდგომა იქნება და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს”, – განაცხადა იან კელიმ.

მეათე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გახსნა.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და ამერიკის კულტურას, პოლიტიკას, ლიტერატურას, განათლებას, ისტორიას, ხელოვნებას და ეკონომიკას მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიქართველების დეპორტაციაზე უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია არ ყოფილა – წულუკიანი
შემდეგი სტატიადათა ახალაიამ გირგვლიანის საქმეზე შესაძლოა ჩვენება მისცეს