იან კელი – ყურადღებით ვაკვირდებით “რუსთავი 2”-ის გარშემო სასამართლო პროცესებს, რადგან საქართველო არის დემოკრატიის განვითარების ძალიან კარგი ნიმუში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, მიმდინარე მოვლენებს „ძალიან ყურადღებით“ აკვირდება.
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმის გარშემო სასამართლო პროცესებს იმიტომ, რომ საქართველო, ჩვენი აზრით, არის ძალიან კარგი ნიმუში დემოკრატიის განვითარებისა მთელს რეგიონში. როგორც ყველა სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა არსებობდეს აუცილებელი ინდიკატორები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია მედია პლურალიზმი, თავისუფალი მედია. ეს აუცილებელია, დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიიან კელიმ : ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან