იან კელი: იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის

…ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს – ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ.

თავჩაქინდრული თბილისი – ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ – რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად?

ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ [მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას, – ამბობს იან კელი რადიო თავისუფლებასთან.

banner
წინა სტატიაშიმესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს