იან კელი: „გაზპრომისგან“ მიღებული გაზი, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება ზიანის მომტანი გახდეს”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს გაზის მიღების წყაროების დივერსიფიცირებას.

მისი თქმით, საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვი.

„საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ცდილობს წყაროების დივერსიფიცირებას. როდესაც ვხედავთ საზოგადოებისა თუ ოპოზიციის შეშფოთებას, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს „სოკარსა“ თუ „გაზპრომთან“ მისი ურთიერთობების გამჭვირვალობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე სახელმწიფოების უსაფრთხოებას გულისხმობს და მას ზიანი არ უნდა მიადგეს. რაც შეეხება „გაზპრომისგან“ მიღებული გაზის მოცულობას, როგორც ვიცით, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება რაიმე ზიანის მომტანი გახდეს“,- აცხადებს იან კელი “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ფასი 2.4010 ლარია
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა