იან კელი: ეს არის ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ოტობაია-ორსანტიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოხატავს.

ამის შესახებ მან სოფელ ხურჩაში განაცხადა და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება შეაფასა.

„მინდა ჩემი პირადი და ასევე, აშშ-ს შეშფოთება გამოვხატო დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც ორი ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვას ეხება. ეს იქნება ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. აშშ საქართველოს ტერიტორიების მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე შევხვდი და ვაპირებ, ეს საკითხი გაერო-შიც წამოვაყენო“, – განაცხადა იან კელიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ოტობაიასა და ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დახურვას აპირებს.

ამის შესახებ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგია ცერცვაძის საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი კომენტარი გაკეთდა
შემდეგი სტატიაია ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა